ლილოში მოკლული ქალის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ხალილოვა შვილის მეგობარმა მოკლა

გამოქვეყნდა:

ლილოს დასახლებაში მოკლული ჟანა ხალილოვას მეუღლის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს. მოკლულის ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ 34 წლის ქალი არა საკუთარმა შვილმა, არამედ შვილის მეგობარმა მოკლა:

"ისეთი ბიჭი იყო, რომ ასეთ რაღაცას ვერ იზამდა. ვფიქრობთ, რომ თავისმა მეგობარმა გააკეთა ეს იმიტომ, რომ მართლა არ იყო ისეთი ბიჭი, რომ საკუთარი დედა მოეკლა" - ამბობს  ახლობელი 

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ლილოს დასახლებაში მოხდა.  გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან უკვე გარდაბანში, მეუღლის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. დანაშაულში ბრალდებულია ხალილოვას 17 წლის შვილი და მისი მეგობარი. ორივე მათგანი დაკავებულია.
 

იხილეთ ასევე:   

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი