„ვაგნერის“ ბაზაზე თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, 100-ზე მეტი დაქირავებული რუსი განადგურდა - გაიდაი

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ პოპასნაში, „ვაგნერის“ შტაბ-ბინაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, 100-ზე მეტი დაქირავებული რუსი მოკვდა - "ჯერჯერობით დეტალებს არ გავამხელთ, მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ იქ ლიდერთა გუნდიდან 100-ზე მეტი „ვაგნერელი“ დაიღუპა, ეს სიახლე აღარ იქნება. ჩვენთვის", - თქვა მან.

ამავდროულად, გაიდაიმ უარყო ინფორმაცია ევგენი პრიგოჟინის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ, მაგრამ დაადასტურა, რომ დაღუპულთა შორის ნამდვილად იყვნენ მისი მოადგილეები.

ცნობისთვის, 14 აგვისტოს, უკრაინელებმა რუსული დაჯგუფება “ვაგნერის“ შტაბი გაანადგურეს მას შემდეგ, რაც მათი ადგილსამყოფელი რუსმა ჟურნალისტმა გათქვა. 

დაჯგუფების კურატორი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინია, რომელიც კრემლთან დაახლოებული პირია და მსხვილი სასურსათო ბიზნესის გამო მას „პუტინის მზარეულს“ უწოდებენ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბომბვის დროს შესაძლოა ისიც იმყოფებოდა ვაგნერის შტაბში. თუმცა ეს ინფორმაცია მოგვიანებით არ დადასტურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი