უკრაინელებმა ოკუპირებულ პოპასნაში "ვაგნერის" ბაზა გაანადგურეს მას შემდეგ, რაც მათი ადგილსამყოფელი რუსებმა გათქვეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელებმა რუსული დაჯგუფება “ვაგნერის“ შტაბი გაანადგურეს მას შემდეგ, რაც მათი ადგილსამყოფელი რუსმა ჟურნალისტმა გათქვა

უკრაინელებმა ოკუპირებულ პოპასნაში ვაგნერის ჯგუფის ბაზა ამერიკული HIMARS-ის რაკეტების მეშვეობით გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ირკვევა, რომ რუსმა სამხედრო მეთაურმა სერგეი სრედამ ოკუპირებულ დონეცკში არსებული შტაბის ფოტოები საკუთარ ტელეგრამზე გამოაქვეყნა. მაშინ მან დაწერა, რომ "პოპასნაში მივიდნენ და ვაგნერის შტაბში შეჩერდნენ".

მოგვიანებით, მან ეს ფოტოები წაშალა, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მათი ლოკაციის დადგენა სწორედ მათი საშუალებით მოახერხეს. ერთ-ერთ ფოტოზე ეწერა მისამართიც: "მირონოვსკის ქუჩა,12".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი