
"ჩვენმა გადაწყვეტილებებმა არ უნდა გაართულოს ქვეყნის დატოვება და რუსეთის დიქტატურისგან თავის დაღწევა" - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ოსლოში, სკანდინავიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს.
”ჩვენ გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან ისინი რუსეთის რეჟიმს არ ეთანხმებიან. ჩვენმა გადაწყვეტილებებმა არ უნდა გაართულოს ქვეყნის დატოვება და რუსეთის ხელმძღვანელობისა და დიქტატურისგან თავის დაღწევა", - თქვა შოლცმა.
საპირისპიროს ამბობს ფინეთის პრემიერმინისტრი. სანა მარინი ამბობს, რომ რუს ტურისტებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა უნდა აეკრძალოთ რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის ფასი მათაც გადაიხადონ.
იხილეთ ასევე: