"ეს რუსეთის ომია, არა მხოლოდ პუტინის... მათი უმეტესობა მხარს უჭერს ომს, მოდით, რუსები დატკბნენ რუსეთით" | კულებას პასუხი შოლცს 

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უპასუხა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, რომელმაც თქვა, რომ რუსებისთვის ვიზების შეწყვეტას არ ეთანხმება, რადგან უკრაინაში შეჭრაზე პასუხისმგებელი რუსეთის ხელისუფლებაა და არა რიგითი მოქალაქეები.

კულებამ თქვა, რომ უკრაინის ომი "პუტინის ომი კი არა, მთელი რუსეთის ომია".

„ეს რუსეთის ომია და არა მხოლოდ პუტინის. არა პუტინი, არამედ რუსი ჯარისკაცები მოდიან რუსეთიდან, რათა მოკლან, აწამონ და გაანადგურონ. რუსების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ომს, მიესალმებიან რუსეთის დარტყმებს უკრაინულ ქალაქებზე და უკრაინელების მკვლელობას. მაშინ მოდით, რუსები დატკბნენ რუსეთით“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ოთხშაბათს, გერმანიის კაბინეტის სპიკერმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა განაცხადა, რომ წინადადება რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ განსახილველად იქნა წარდგენილი და განიხილება ევროკავშირის სამიტზე აგვისტოს ბოლოს.

იხილეთ შოლცის განცხადება:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი