
სოფელ არაშენდაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ ჩივიაშვილს, აღკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და წინასასამართლო სხდომა სისხლის სამართლის საქმეზე, 5 ოქტომბერს ჩაინიშნა.
47 წლის მალხაზ ჩივიაშვილს განზრახ მკვლელობას ედავებიან. თავად ბრალდებული დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას პატიმრობის თაობაზე და განმარტა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ არაშენდაში 13 აგვისტოს, ღამით მოხდა. ბრალდებულმა მეზობელი, 47 წლის ლევან იაგანაშვილი წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო, ცივი იარაღით მოკლა. მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ მკვლელობაში სამი პირი მონაწილეობდა, თუმცა დაკავებული მხოლოდ ერთია.
ავტორი: ია გულიაშვილი.