დედის მკვლელობაში ბრალდებულსა და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ

გამოქვეყნდა:

დედის მკვლელობაში ბრალდებულსა და მის მეგობარს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ადვოკატის ცნობით, ბრალდებულებს ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდებათ. მათივე ინფორმაციით, დედის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, მისი მეგობარი კი დუმილის უფლებას იყენებს. 

ბრალდებულების უფლებადამცველებმა დღეს დაკავებულების გირაოთი გათავისუფლება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა.

სხდომა დახურული იყო, რადგან ბრალდებული არასრულწლოვანია. 

შემდეგი სასამართლო პროცესი 19 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, მკვლელობა თბილისში, ლილოს დასახლებაში 14 აგვისტოს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, შვილმა დედა დანით მოკლა.

მოკლულის არასრულწლოვან შვილს, ნ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), ხოლო რ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი