NYT: ჯანკოის მახლობლად, სამხედრო საწყობში აფეთქებები "ელიტურმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა" განახორციელა

გამოქვეყნდა:

The New York Times უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს, დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, ჯანკოის მახლობლად, ტექნიკისა და საბრძოლო მასალის საწყობში ძლიერი აფეთქებები ორგანიზებული იყო „ელიტური უკრაინული სამხედრო ნაწილის“ მიერ. ოპერაციის დეტალები და განსაკუთრებით კი დანაყოფის დასახელება არ კონკრეტდება.

ამ დრომდე უკრაინულ მხარეს აფეთქებებში მონაწილეობა არ დაუდასტურებია, თუმცა ოფიციალური პირები მიანიშნებენ, რომ სამხედრო მოსამსახურეების განადგურება შემთხვევითი ინციდენტი არ იყო.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს რომ აფეთქებები ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის მახლობლად, დივერსიის გამო მოხდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი