ამერიკის საელჩო ცოცხალი თავით არ ემიჯნება ომის რიტორიკას და შეურაცხმყოფელი კითხვებით მიმართავს დეპუტატებს - მაჭარაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი სტრატეგიული პარტნიორის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ისევ თავს ესხმის და ამბობს, რომ აშშ-ის საელჩო ომის რიტორიკას "ცოცხალი თავით არ ემიჯნება".

"სუბიექტურია ამერიკის საელჩო იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ერთ მხარეში ხედავს თავისი გადმოსახედიდან ნაკლს და ნეგატივს, ხოლო რადიკალურ ოპოზიციაში ამას ვერ ხედავს. აქედან გამომდინარეობს ბუნებრივია ეს ლოგიკა. რასაც საქართველოს საზოგადოება ემიჯნება, ეს არის ომის რიტორიკა და არეულობა ქვეყანაში, ამას არ ემიჯნება ცოცხალი თავით ამერიკის საელჩო.

სამწუხაროდ, შეურაცხმყოფელი კითხვებით მიმართავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, გაუგებარს უწოდებს და რაღაც შეთქმულებებზე საუბრობს. საინტერესოა, რა არის შეთქმულება მისი აზრით. ის, რომ საელჩოს წარმომადგენელმა დაიბარა მოსამართლე და ანგარიში მოსთხოვა და ჩვენ ეს კითხვა დავსვით, ეს შეთქმულებაა? თუ ამერიკაში კანონის უზენაესობა და თანასწორობა სხვანაირია და საქართველოში საელჩომ უნდა განსაზღვროს, როგორი იყოს?", - თქვა მაჭარაშვილმა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი