ორი ნაბიჯი დიქტატურისკენ - კომუნიკაციების კომისიის დანიშნული სპეციალური მმართველები

გამოქვეყნდა:

ორი ნაბიჯი დიქტატურისკენ - მაუწყებლები კრიტიკულ მედიაში სპეცრაზმის შევარდნის ტოლფასს უწოდებენ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლის მისაღებადაც ხელისუფლება ემზადება. საუბარია პარლამენტში შესულ ორ კანონპროექტზე, რომელთაგან ერთი კომუნიკაციების კომისიას აძლევს უფლებას დანიშნოს ორგანიზაციებში სპეციალური მმართველი მისი გადაწყვეტილებების აღსასრულებლად. დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი სასამართლოში გაასაჩივრებს კომისიის გადაწყვეტილებას, ეს ამ სამართლებრივი აქტის მოქმედებას არ შეაჩერებს.

კრიტიკული მედიის წარმომადგენლების შეფასებით ,,ქართულ ოცნებას'' სურს, არჩევნები მათ გარეშე ჩაატაროს.

ამ კანონპროექტის ინიცირება და რაც მთავარია, დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა, სხვა არაფერია, თუ არა მიზანი იმისა, რომ წინასაარჩევნოდ გააკონტროლონ კრიტიკული მედია, რაც შეიძლება მეტად შეზღუდონ კრიტიკული აზრი მედიაში და მოსპონ ზოგადად თავისუფალი სიტყვა. ეს მე მაგონებს საბჭოთა კავშირის დროს პირდაპირ ცენზურას, - ამბობს მედიაექსპერტი ნინო დანელია. 

საია-ს წარმომადგენელი ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები არის დამატებითი ბერკეტები მარეგულირებელი კომისიის ხელში, რაც მედია თავისუფლებისა და კონსტიტუციური უფლებების გაუმართლებლად შეზღუდვას გამოიწვევს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი