ცენზურის დამყარება და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა კანონის სახელით

გამოქვეყნდა:

საქართველოს მარეგულირებელი კომისიის ახალ ინიციატივას პოლიტიკოსები ცენზურის დამყარებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. მათი აზრით, ეს საქართველოს კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ინიციატივა მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, რადგან არაფორმალურ მმართველს არ სურს ქვეყანაში კრიტიკური მედიის არსებობა. ამით ბიძინა ივანიშვილი მმართველობის შენარჩუნებას ცდილობს.

ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და ყველაზე მნიშვნელოვანია, ეწინააღმდეგება ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მათ მისამართით გაფრთხილებას, როდესაც ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ წინასაარჩევნო გარემო უნდა იყოს და არჩევნები უნდა იყოს დემოკრატიული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე ფორმულირებები იქნება ივანიშვილისთვის და ის ბუმერანგი, რომელიც ივანიშვილმა გამოისროლა, პირდაპირ მოხვდება ხელისუფლებას ძალიან მწარედ, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე. 

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ეს ქმედება შეშინებული და უგუნური ადამიანის საქციელია. 

ადამიანს, რომელსაც აშინებს ასე თავისუფალი მედია, მისი ხელისუფლება დასრულებულია და ისედაც მის მძიმე რეპუტაციას ემატება კიდევ კანონი, რომელიც ჩრდილო კორეას მოგვაგონებს, - აცხადებს რატიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი