FSB დარია დუგინას "მკვლელის" ფოტოს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ ის "აზოვის" ბატალიონში მსახურობდა

გამოქვეყნდა:

რუსული ეფ-ეს-ბე დუგინის ქალიშვილის "მკვლელის" ფოტოს აქვეყნებს. მათი მტკიცებით, დარია დუგინა უკრაინის მოქალაქემ, 43 წლის ნატალია ვოვკიმ მოკლა, რომელიც რუსეთში ივნისში ჩავიდა თავის 12 წლის ქალიშვილთან ერთად. რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ვოვკი აზოვის პოლკში ირიცხება.

FSB ამტკიცებს, რომ მკვლელობის დღეს, ის შვილთან ერთად იმყოფებოდა ლიტერატურულ და მუსიკალურ ფესტივალზე, სადაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. მას შემდეგ, რაც 21 აგვისტოს დუგინა ავტომანქანაში ააფეთქეს, ეჭვმიტანილი და მისი ქალიშვილი პსკოვის რეგიონის გავლით ესტონეთში გაემგზავრნენ. 

FSB -მ რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის მკვლელობა დღეს გახსნილად გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი