"რუსული პროპაგანდა კიდევ ერთხელ ქმნის გამოგონილ სამყაროს" | პოდოლიაკი რუსულ ФСБ-ზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა უარყო რუსული ФСБ-ს ვერსია, რომ დარია დუგინას მკვლელობის უკან უკრაინის სპეცსამსახურები დგანან.

პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული პროპაგანდა კიდევ ერთხელ ქმნის გამოგონილ სამყაროს. 

"რუსული პროპაგანდა კიდევ ერთხელ ქმნის გამოგონილ სამყაროებს: უკრაინელი ქალი და მისი 12 წლის შვილი "დანიშნეს" დამნაშავედ პროპაგანდისტ დუგინას მანქანის აფეთქებაში", - წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, უკრაინამ მანამდე განაცხადა, რომ არ მონაწილეობდა "რუსული სამყაროს" იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის მკვლელობაში და თქვა, რომ დუგინას მანქანის აფეთქება, რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლასა და სხვადასხვა ჯგუფის გავლენის შესახებ მოწმობს.

შეგახსენებთ, რომ რუსული ФСБ დუგინის ქალიშვილის "მკვლელის" ფოტოს აქვეყნებს ამტკიცებს, რომ უკრაინის მოქალაქემ, 43 წლის ნატალია ვოვკიმ, რომელიც ივნისში რუსეთში 12 წლის შვილთან ერთად ჩავიდა დუგინა მოკლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი