
"სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე ხელისუფლების ბრალდებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ბრალდება, თითქოს ISFED-ს მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა სურდა, სიცრუეა.
დოლიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ორგანიზაციას არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია.
"სამოქალაქო ორგანიზაციები ვიდექით ერთად აქციებზე ჩვენი ევროპული მომავლისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსი, ამიტომ ვიდექით იქ, რაც შეეხება ბრალდებას, რომ თითქოს სამართლიან არჩევნებს სურდა მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ორგანიზაციას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, არც სურვილი გამოუხატავს და არც მოთხოვნა ამ ნაწილში.
ჩვენ ერთად ვიდექით სამოქალაქო ორგანიზაციები და მგონია, რომ მარტო "სამართლიან არჩევნებთან" დაკავშირებით ეს მოთხოვნები არის დისკრიმინაციული, და არა მხოლოდ დისკრიმინაციული, ამდენი ხანი როცა გრძელდება ასეთი მოთხოვნა, ვფიქრობ, რომ არის დევნა და ზეწოლა ჩვენ ორგანიზაციაზე", - თქვა ნინო დოლიძემ.
მისივე თქმით, "ქართულმა ონცნებამ" კარგად იცის, რომ 2020 წლის არჩევნების "პივიტი" იყო ორგანიზაციის შეცდომა, რომელიც ISFED-მა აღიარა და არანაირ მიზანმიმართულ თუ დაგეგმილ რევილუციურ სცენარს ადგილი არ ჰქონია. იხილეთ ასევე:
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართო. იხილეთ: