კორუფციული გარიგება ქობულეთის მთავრობასა და ინვესტორს შორის - "კრისტალ ბილდინგის" საქმე

გამოქვეყნდა:

ქობულეთში კომპანია "კრისტალ ბილდინგი”, რომელსაც აჭარის მთავრობამ აღმაშენებლის სანაპირო ზოლზე ჯერ კიდევ 2017 წელს გადასცა 30 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისთვის, დღემდე პირობებს არ ასრულებს.

ქობულეთის ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე სამ წელზე მეტია შემოღობილია ტერიტორია, სადაც არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს. ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობაში'' აცხადებენ, რომ კომპანიას შემოღობილი ტერიტორიიდან გააქვს მილიონობით კუბური მეტრი ინერტული მასალა, ბიუჯეტში დღემდე თანხას არ იხდის და სახელმწიფოს მიმართ დავალიანებაც აქვს.

ბონდო თედორაძე კორუფციულ სქემაზე საუბრობს, რომელშიც აჭარის ყოფილი და ახლანდელი თავმჯდომარეები არიან გარეული.

ამაში რა თქმა უნდა გარიგებაში არის შესული ხელისუფლება, ე.წ. "ატკატების" გზით, "კრისტალ ბილდინგისგან" დიდ ფულს იღებენ როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, ისე ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ისე მოქმედი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პასუხისმგებლობა არც ერთ შემთხვევაში დამდგარა ამ კომპანიის, ეს არავის აინტერესებს, - აცხადებს ქობულეთის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე ბონდო თედორაძე. 

ამ საკითხზე ქობულეთის მერიასა და საკრებულოში კომენტარს არ აკეთებენ, ამ დრომდე, მიუხედავად დაპირებისა, არც წერილობითი პასუხი მიგვიღია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი