დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს კიევს იქამდე, ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს თავის ძალებს მთელი უკრაინიდან - ჯონსონი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა, ყირიმის პლატფორმის სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ბრიტანეთი არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ან უკრაინის, რომელიმე სხვა ტერიტორიის ანექსიას.

 მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი უზრუნველყოფს კიევის სამხედრო, ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას იქამდე, "ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ამ საზარელ ომს და არ გაიყვანს თავის ძალებს მთელი უკრაინიდან". 

სამიტზე ჯონსონმა, რუსეთის მიერ 2014 წელს შავი ზღვის ნახევარკუნძულის ანექსიას დღევანდელი ომის "პირდაპირი წინამორბედი" უწოდა. 

"პუტინი გეგმავს მთელ უკრაინას გაუკეთოს ის, რაც მან გააკეთა ყირიმისთვის, და ის ამზადებს მეტ ანექსიას და უფრო მეტ რეფერენდუმს“, - ამბობს ჯონსონი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი