
"დეოკუპაციის შემდეგ, ყირიმი ჩვენს სახელმწიფოსთან ერთად გახდება ევროკავშირის ნაწილი", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას საუბრობს.
ყირიმი ჩვენთვის მხოლოდ ტერიტორია არ არის. ის ჩვენი ხალხის, საწოგადოების ნაწილია და დეოკუპაციის შემდეგ ის ჩვენს სახელმწიფოსთან ერთად გახდება ევროკავშირის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი მოქალაქეების პასპორტი იქნება ვეროკავშირის პასპორტი და ეს არის დიდი შესაძლებლობა ყირიმში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის.
ყირიმის გზები იქნება მთელი ევროპის კონტინენტის გზები. ყირიმის პორტები იქნება ევროპის პორტები. მხოლოდ უკრაინას შეუძლია მოაშოროს ის მავთულხლართები, რომლებიც ადამიანებს ყირიმის საუკეთესო ადგილებზე მისვლის გზებს უბლოკავს. მხოლოდ უკრაინას და არა სხვას, რომელიც მოვიდა დასაპყრობად, მოსაპარად და ხალხის დასამცირებლად, - ამბობს ზელენსკი.
ცნობილია, რომ სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს, მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.