
"ჩვენ გავაგრძელებთ უპრეცედენტო სანქციებს პარტნიორებთან ერთად" - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ყირიმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"უკრაინის პარტნიორები დღეს იმაზე უფრო ერთიანნი არიან, ვიდრე ოდესმე. გერმანია მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით და ეს იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც უკრაინისთვის იქნება საჭირო. ჩვენ გავაგრძელებთ უპრეცედენტო სანქციებს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ფინანსურად, ჩვენ გავაგრძელებთ იარაღის მოწოდებას.
ჩვენ შევიმუშავეთ დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც შეიცავს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ტონობით ამუნიციას. ჩვენი საავადმყოფოები კვლავაც გააგრძელებენ დაჭრილი უკრაინელების მკურნალობას და ჩვენი ქვეყნის კარი ღია იქნება ყველასთვის, ვინც რუსეთის ტერორს გამოექცევა" - ამბობს ოლაფ შოლცი.
ცნობილია, რომ სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს, მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.