"რომელიმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პასუხგაუცემელი აგრესია მეტ არასტაბილურობას იწვევს" | ზურაბიშვილი ყირიმის სამიტზე

გამოქვეყნდა:

"უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების პასუხგაუცემელი გამოწვევები, რომელიმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პასუხგაუცემელი აგრესია, მეტ არასტაბილურობას იწვევს", - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტზე განაცხადა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა. 

ჩემთვის დიდი პატივია, ამ სამიტზე წარმოვადგინო საქართველო და ქართველი ხალხი. მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმ ღირებულებების დასაცავად, რაც გვაერთიანებს და რომელიც, დარწმუნებული ვარ, განსაზღვრავს ჩვენს საერთო მომავალს. მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ.

ყირიმი უკრაინაა. ხვალ უკრაინა ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს და ასევე აღნიშნავს რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირების 6 თვეს. ყველამ ვიცით, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია თებერვალში არ დაწყებულა და თავდაპირველი გამოწვევა სწორედ ყირიმი იყო. უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების პასუხგაუცემელი გამოწვევები, რომელიმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პასუხგაუცემელი აგრესია მეტ არასტაბილურობას იწვევს, - ამბობს ზურაბიშვილი. 

ცნობილია, რომ სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს, მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო  ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი