
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო უკრაინის პასუხისმგებლობა დარია დუგინას მკვლელობაში და განაცხადა, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე არ არის.
"ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა...ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე... ჩვენ არ ვართ დაინტერესებული მისით...ის არ არის უკრაინის ტერიტორიაზე - არც ოკუპირებულზე", - თქვა ზელენსკიმ
შეგახსენებთ, 2 აგვისტოს რუსულმა FSB-მ ალექსანდრ დუგინის შვილის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა და მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. რუსეთის მტკიცებით, დუგინა უკრაინელმა ქალმა მოკლა, რომელიც "აზოვის" ბატალიონის წევრია. ბრალდებები "აზოვმა" კატეგორიულად უარყო.
დარია დუგინა 20 აგვისტოს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.