
"აზოვის" პოლკი რუსული FSB-ს ბრალდებას სპეციალური განცხადებით პასუხობს და წერს, რომ მათ მიერ, დარია დუგინას მკვლელობაში დადანაშაულებულ ქალს, ბატალიონთან არანაირი კავშირი არ აქვს.
დღეს FSB-მ დუგინას მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა და უკრაინის მოქალაქე დაადანაშაულა. გამოქვეყნდა ეჭვმიტანილის ფოტოც:
"ქალს, რომლის სახელი და სამხედრო პირადობის მოწმობა FSB-მ გამოაქვეყნა, არანაირი კავშირი არ აქვს "აზოვის" პოლკთან და არასოდეს ირიცხებოდა ჩვენს ქვედანაყოფში.
ე.წ. დოკუმენტი, რომლითაც რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ დაამტკიცონ „აზოვის“ მონაწილეობა დარია დუგინას მანქანის აფეთქებაში, რეალურად სხვა არაფერია თუ არა იაროშის მორიგი „სავიზიტო ბარათი“. ტერორისტული თავდასხმა თავისთავად არის აზოველებისთვის "ტრიბუნალის" მომზადება" ნათქვამია განცხადებაში.
აზოვის პოლკი კატეგორიულად გმობს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ, "სასამართლო" პროცესს და მოუწოდებს ყველას, ვისაც ძალა შესწევს, შეაჩეროს იგი.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები ოკუპირებულ მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო ტყვეებისთვის საჩვენებელი "სასამართლოს" მოწყობასა და მათ "გასამართლებას" გეგმავენ.
უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ოკუპანტებმა აზოვსტალის მცველების "სასამართლო" უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს მოაწყონ.
იხილეთ ასევე: