
მთავრობის გაკრიტიკების თავისუფლება არის ჯანსაღი დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი - აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც მორიგი სოლიდური ჯარიმა დააკისრა მთავარ არხს, ვიდეორგოლისთვის, "შინ ევროპისკენ":
"ეს ძალიან სამწუხარო რამ არის. ეს არის სიტყვის თავისუფლების საკითხი, მათ შორის ისეთი აზრების გამოთქმის საკითხიც, რომლებიც აკრიტიკებს მთავრობას. მთავრობის გაკრიტიკების თავისუფლება არის ჯანსაღი დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი. განსაკუთრებით დღეს, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მიღების 27 წლისთავია, ამას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს".ამბობს კელი დეგნანი.