
თბილისის მერი, კახი კალაძე ამბობს, რომ "სამართლიანი არჩევნები" ასოცირებულია თაღლითურ ორგანიზაციასთან. მისივე აზრით, დღესაც არაა გვიანი, რომ დაიწყოს გამოძიება და აღიძრას სისხლის სამართლის საქმე 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლის დროს ორგანიზაციის მიერ დაშვებულ შეცდომასთან დაკავშირებით.
კალაძე ამბობს, რომ ISFED დაკავებული იყო შედეგების გაყალბებით, რაც "რევოლუციური სცენარის" ნაწილი იყო.
"მე არ მინახავს ეს განცხადება, არ მომისმენია და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის საელჩო ამ განცხადებას გააკეთებდა. იმიტომ, რომ ISFED-ი ასოცირებულია თაღლითურ ორგანიზაციასთან. ეს არ არის უბრალოდ ჩემი სიტყვები, ეს დადასტურებული ფაქტებია. ეს ორგანიზაცია დაკავებული იყო არჩევნების შედეგების გაყალბებით, ანუ მეორადი დათვლა, რომელსაც ისინი აკეთებდნენ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას, მიზანმიმართული მცდელობა იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. აი ყველაზე რბილად რომ ვთქვათ და შევაფასოთ მათი ეს ქმედება, ეს იყო თაღლითობა.
რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყოლოდა ჩაღრმავება, კიდევ უფრო დეტალებში ჩასვლა, უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და პასუხი უნდა მოეთხოვათ ყველასთვის. მხოლოდ ხელმძღვანელის გადადგომით შემოიფარგლა ამ საქმის, ასე რომ ვთქვათ, ჩახურვა, მე ეს არ მიმაჩნია სწორად. ამას, რა თქმა უნდა, დღესაც არ არის გვიან, სჭირდება უფრო დეტალებში შესვლა, იმიტომ რომ ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელსაც ამზადებდა ოპოზიცია", - თქვა კახი კალაძემ.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართო. ამის გამო ამერიკის საელჩომ მმართველი გუნდი გააკრიტიკა. ელჩმა საკითხე კომენტარი დღესაც გააკეთა: