სკანერია გაფუჭებული 3 - 4 თვეა და უსაფრთხოების თანამშრომლები იჩიჩქნებიან ჩანთებში - ჩიხლაძე პარლამენტის სარესტორნო ხარჯებზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის სარესტორნო ხარჯების კომენტირებისას, "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ამ ფონზე, უკვე რამდენიმე თვეა საკანონმდებლო ორგანოს სკანერი გაფუჭებულია: 

"პარლამენტის შემოსასვლელში სკანერი გაფუჭებულია 3 თუ 4 თვეა და უსაფრთხოების თანამშრომლები იჩიჩქნებიან, იფურჩქნებიან ჩანთებში, ცხვირსახოცებში, პირად ნივთებში და მე-19 საუკუნის მეთოდებით ამოწმებენ ადამიანებს, როდესაც გაფუჭებული სკანერი დგას და ამის გაკეთებას მე მგონი, ძალიან დიდი ხარჯიც არ უნდა." ამბობს ჩიხლაძე

"ფლანგვის დეტექტორის" მონაცემებით, ბოლო 6 თვეში პარლამენტმა რესტორნებში 207 ათას ლარზე მეტი დახარჯა. საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს აქვთ ფავორიტი რესტორნები - ყველაზე მეტი ჯავშანი "ჯი ემ თი მთაწმინდაზე" მოდის - სადაც 80 ათასი ლარი დახარჯეს. მეორე ადგილზეა მონოგრაფი, რომელთანაც პარლამენტმა 29 ათს 500 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი