არ ვიცი წაშლილია, არ არის წაშლილი, მე ტექნიკოსი არ ვარ - გომელაური გოგაშვილის საქმეზე და დაზიანებულ კამერებზე

გამოქვეყნდა:

შს მინისტრს არ სურს ომბუდსმენისა და სოსო გოგაშვილის ოჯახის განცხადებებზე პასუხის გაცემა. საუბარია სახალხო დამცველის აპარატის დღევანდელ ინფორმაციაზე. ირკვევა, რომ მე-12 ციხის კამერები არ მუშაობს და სოსო გოგაშვილის საშხაპეში გაყვანის ეპიზოდის ვიდეომტკიცებულება არ არსებობს. 

ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ის ტექნიკოსი არაა და ვერ ახსნის, როგორ მუშაობს, ან არ მუშაობს კამერები:

"არ ვიცი წაშლილია, არ არის წაშლილი. არ მისმენია ნამდვილად, გულწრფელად გეუბნებით. მე ტექნიკოსი არ ვარ და როგორ უნდა აგიხსნათ 9 კამერა იყო, ხუთი. მე არ ვიცი შიგნით სისტემა, კამერები როგორ მუშაობს და როგორ აქვთ მოწყობილი, ეს რისივერები, ჩამწერები, ჩემ სამსახურში რომ მკითხოთ, გეტყვით, ვთქვათ ესე მუშაობს, მიახლოებით რაც ვიცი, რაც არ ვიცი, უნდა ვკითხო სპეციალისტებს, როგორ მუშაობს. 
არ მინდა ოჯახის განცხადებებზე საუბარი. გამოითხოვა [ომბუდსმენმა]გასაგებია, მაგრამ განცხადებებზე არ მინდა პასუხის გაცემა." თქვა გომელაურმა.

სახალხო დამცველმა სოსო გოგაშვილის საქმეზე მიმდინარე შესწავლის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ე.წ. საშხაპის ეპიზოდზე მათ წარმომადგენელთანაც ისაუბრა და დაადასტურა, რომ დაემუქრნენ 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით.

ომბუდსმენის ცნობით, მოითხოვეს N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს, თუმცა სახალხო დამცველს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს, რომ 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით, მე-12 ციხეში, მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნა ვიდეოჩანაწერების დაარქივებასთან დაკავშირებით ვერ შესრულდა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი