რუსები ოკუპირებულ მარიუპოლში "აზოვსტალის" მცველების "სასამართლოს" ორგანიზებას აგრძელებენ - ანდრიუშჩენკო

გამოქვეყნდა:

რუსები მარიუპოლში პროვოკაციისთვის ემზადებიან და აგრძელებენ დატყვევებული უკრაინელი დამცველების სასამართლო პროცესის ორგანიზებას - აცხადებს მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო.

„ფილარმონიის შენობასთან ტერიტორია რუსი სამხედროების მიერ უკვე მეორე დღეა დაკეტილია. გუშინ ფილარმონიის თანამშრომლებს უთხრეს, რომ სამსახურში არ წასულიყვნენ. დილით სამი ავტობუსი და სამხედროებით სავსე 5 სატვირთო მანქანა წავიდა შენობისკენ. ჯერჯერობით უცნობია ვინ არიან. 
გავრცელდა ინფორმაციაც ფილარმონიაში სულ მცირე ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ“,
- წერს ანდრიუშჩენკო და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ჰგავს რუსების მხრიდან, უკრაინის დამცველების წინააღმდეგ, მორიგი პროვოკაციისთვის საინფორმაციო სივრცის მომზადებას.

ანდრიუშჩენკოს თქმით, ამჟამად უცნობია უკრაინელი სამხედროების "სასამართლოს"  გამართვის თარიღი.

ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში ოკუპანტებმა ოკუპირებული მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე ციხის საკნების დადგმა დაიწყეს. ქალაქის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ დამპყრობლებს სურდათ უკრაინელი სამხედრო ტყვეებისთვის "საჩვენებელი სასამართლო პროცესის" მოწყობა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. ინფორმაცია 19 აგვისტოს დაადასტურა უკრაინის დაზვერვამაც. უწყებამ ასევე განაცხადა, რომ აზოვსტალის დატყვევებული დამცველების საჩვენებელი სასამართლო პროცესის დროს, ოკუპანტებს შესაძლოა სარაკეტო იერიში მიეტანათ ოკუპირებული მარიუპოლის ფილარმონიის შენობაზე, რაც შემდეგ უკრაინას დაბრალდებოდა. 

ამ საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლში უკრაინელი ჯარისკაცების "გასამართლება" იქნება იქნება ხაზი, რომლის მიღმაც რუსეთთან მოლაპარაკებები აღარ იქნება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი