ავიაკატასტროფის ფოტოების გავრცელების გამო, ბრაიანტის ცოლი $16-მილიონიან კომპენსაციას მიიღებს

გამოქვეყნდა:

ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაიანტის ქვრივმა სასამართლო მოიგო და კომპენსაციის სახით 16 მილიონი დოლარს მიიღებს. საქმე ეხება ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფოტოების გავრცელებას, რომელსაც 2020 წელს კალათბურთის ვარსკვლავი და მისი ქალიშვილი ემსხვერპლა.

40 წლის ვანესა ბრაიანტმა თქვა, რომ მას პანიკური შეტევები ჰქონდა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის მოადგილეებმა და მეხანძრეებმა კატასტროფის ადგილზე ფოტოები გადაიღეს, რომლებიც შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა.

თანამოსარჩელე კრისტოფერ ჩესტერს, რომელმაც ავიაკატასტროფის დროს ცოლი და ქალიშვილი დაკარგა, 15 მილიონი დოლარს გადაუხდიან. 

41 წლის კობი ბრაიანტი, მისი 13 წლის შვილი ჯიანა და ოჯახის 6 მეგობარი დაიღუპა 2020 წლის იანვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგეგად. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი