200 საჰაერო განგაში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს - რუსული თვითმფრინავები 200-ჯერ აფრინდნენ თავდასხმისთვის

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს,  რეგიონებში საჰაერო განგაშის რაოდენობამ 200-ს მიაღწია, ამავე რაოდენობით აფრინდნენ რუსული თვითმფრინავებიც  იერიშისთვის.

"რეგიონებში საჰაერო განგაშის რაოდენობა ორასს მიუახლოვდა, თუმცა, მხოლოდ რვა დადასტურებული სარაკეტო დარტყმა იყო. ეს არის Kh-22 რაკეტები, რომლებიც გასროლილი იქნა Tu-22M3 შორი დისტანციური ბომბდამშენებიდან", - ნათქვამია მოხსენებაში.

შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 24 აგვისტოს დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ორი კა-52 ვერტმფრენი და ექვსი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი.

შეგახსენებთ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, რუსები თავს დაესხნენ  დნეპროპეტროვსკის ოლქში, "ჩაპლინოს" რკინიგზის სადგურს. სარაკეტო იერიშის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი