
დნეპროპეტროვსკის ოლქში, "ჩაპლინოს" რკინიგზის სადგურზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ ადგილზე სამაშველო და სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.
გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია - 11 წლის მოზარდი სახლის ნგრევის შედეგად დაიღუპა, 6 წლის ბავშვი კი რკინიგზის სადგურთან ავტომანქანის დაწვის დროს.
შემთხვევის შედეგად კიდევ 31 ადამიანი დაშავდა.
თავდასხმა რკინიგზის სადგურზე 24 აგვისტოს მოხდა.