სხვადასხვა საკომუნიკაციო არხები ავირჩიეთ - იონათამიშვილი პარტიიდან წასულ დეპუტატებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, რატი იონათამიშვილის თქმით, პარტიიდან წასული დეპუტატები საუბრობენ იმას, რაც კულისებში ხდება და რაზეც მმართველი გუნდი არ საუბრობს. "წასულებმა" დღეს მორიგი ანტიდასავლური რიტორიკის განცხადება გაავრცელეს და აშშ-ს ელჩს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს.

იონათამიშვილს ეს განცხადება არ გაუკრიტიკებია.

"ჩვენ ავირჩიეთ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხები. მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომ იმ პროცესებზე რაც კულისებში მიმდინარეობს, ამ დოზირებით ელაპარაკათ ჩვენ საზოგადოებასთან, ამაში განსხვავდება ცხადია ჩვენი პოზიციები. ესეც გახდა მიზეზი, რომ ისინი აღარ არიან "ქართული ოცნების" წევრები. ცხადია, მე კულისებზე ვერ ვისაუბრებ და არ ვისაუბრებ, მიმაჩნია, რომ ეს არ იქნება სწორი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ეს და ჩვენი საზოგადოება პირველ რიგში ყველაზე კარგად ხვდება, რომ მათ აირჩიეს განსხვავებული კომუნიკაცია საზოგადოებასთან", - თქვა რატიო იონათამიშვილმა. 

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი