"ნიკა გვარამია გაასამართლა ლაშა ჩხიკვაძემ... რისი მოლოდინი უნდა მქონდეს?" | ბაჩო თამლიანის დედა მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

"ნიკა გვარამია გაასამართლა ლაშა ჩხიკვაძემ. რისი მოლოდინი უნდა მქონდეს?" - ასე პასუხობს ბაჩო თამლიანის დედა, რუსუდან გარუჩავა ჟურნალისტის შეკითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე მის შვილთან მიმართებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

რაც ჩამოსულია, უფრო მეტი ციხეში ზის. დავიღალე უკვე, აღარ შემიძლია. სანამ ეს მთავრობა არის, არანაირი სიკეთისკენ გაკეთებული მოლოდინი არა მაქვს. არანაირი. [ჟურნალისტი: პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენი აზრით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე?] - აი თქვენი არხის უფროსი, ნიკა გვარამია გაასამართლა ლაშა ჩხიკვაძემ. აი, რისი მოლოდინი უნდა მქონდეს? რისი. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, - ამბობს რუსუდან გარუჩავა. 

თითქმის 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტ ბაჩო თამლიანს აღკვეთი ღონისძიება გირაოთი დღეს, 26 აგვისტოს შეეცვალა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მას გირაო დააკისრა. აღკვეთი ღონისძიების გადახედვის აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პატიმრობისთვის კანონით დადგენილი ვადა ამოიწურა. 

პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრო თავად ბაჩითამლიანი. ის გასული წლის 29 ნოემბერს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს.

ბესიკ თამლიანს და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 3 აქტივისტს მოსამართლემ 5 ათასლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. აქტივისტები სასამართლოს ესწრებოდნენ და ისინი სხდომიდან გათავისუფლდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი