კრემლის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან 14 წლისთავზე სოხუმი და მოსკოვი აფხაზეთის ანექსიის ყველაზე სახიფათო ნაბიჯს დგამენ. საოკუპაციო რეჟიმის პრეზიდენტი რუსეთ-ბელორუსის კავშირთან შეერთებას აანონსებს.
ასლან ბჟანია რუსულ ეთერში ღიად ადასტურებს, რომ მზად არის გადადგას საბოლოო ნაბიჯი ამ კავშირის წევრობისთვის, რისი მიზანიც აფხაზეთის უსაფრთხოებაა.
საქართველოს ხელისუფლებაში ამ განცხადებაზე რეაგირება არ ჰქონიათ. "ქართული ოცნება" მეორე დღეა დუმს და ეს სრული უმოქმედობა აჩენს ეჭვს, რომ მმართველი პარტია შეგუებულია აფხაზეთის ფაქტობრივ ანექსიას.
იხილეთ ასევე: