უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგიაა - მას სამშობლოში ორშაბათს ჩამოასვენებენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გელა გოგიაა. მას სამშობლოში ორშაბათს ჩამოასვენებენ.

გელა გოგია გუშინ საღამოს აღმოსავლეთ ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში დაიღუპა. ის ოკუპანტების წინააღმდეგ დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი დანაყოფი სარაკეტო იერიშში მოყვა, რა დროსაც მან სასიკვდილო ჭრილობები მიიღო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"არტილერიით დაბომბეს ჩვენი ბიჭების პოზიციები, რა დროსაც ნამსხვრევებით ჭრილობა მიიღო და დაიღუპა. ბოლოს სამი დღის წინ რომ ველაპარაკე მითხრა, რომ ფრონტის ხაზზე მიდიოდა, შეხვედრის დროს საძილე ტომარში იწვა, საჭმელი მიუტანეს და არ შეჭამა, უარი თქვა", - თქვა დაღუპული ჯარისკაცის შვილმა.

გელა გოგია წლებია უკრაინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ოკუპანტების წინააღმდეგ ის 2014 წელსაც იბრძოდა. 

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ 25 აგვისტოს უკრაინაში 4 ქართველი მებრძოლი დაიჭრა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი