ოკუპანტები გეგმავენ დააკავშირონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის ერთიან ქსელთან - დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ივლისის ბოლოს, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის ელექტროქსელთან დაკავშირების შესაძლებლობა შეამოწმეს და ახლა ისინი მომენტს ელოდებიან და ამ ნაბიჯის გადასადგმელად - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ვადიმ სკიბიცკი გამოცემა RBK-Ukraine-სთან ინტერვიუში.

„ახლა ისინი ელიან შესაბამის მომენტს, მათ გადაწყვეტილი აქვთ დააკავშირონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის ერთიან ქსელთან. უპირველეს ყოვლისა, ყირიმის ელექტროენერგიით სრულად უზრუნველყოფის მიზნით. ისინი ამას გეგმავდნენ აგვისტოს პირველ ნახევარში, მაგრამ ჩაუვარდათ“, - განაცხადა სკიბიცკიმ.

შეგახსენებთ, 25 აგვისტოს, ოკუპანტების ქმედებების შედეგად, ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად გაითიშა ელექტროქსელიდან.

ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის უკრაინის ელექტრო ქსელთან დაკავშირება მეორე დღეს, 26 აგვისტოს მოხერხდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი