
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ხელახლა შეუერთდა უკრაინის ელექტროქსელს. ამის შესახებ განცხადება ბირთვულმა ოპერატორმა Energoatom-მა გააკეთა.
"დღეს, 2022 წლის 26 აგვისტოს, 14:04 საათზე, გუშინ გაჩერებული ზაპოროჟიეს ერთ-ერთი ელექტროსადგური მიუერთდა ელექტრო ქსელს და ემატება სიმძლავრე", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ატომური ელექტროსადგურის ბირთვული მუშები ნამდვილი გმირები არიან.
"მათ დაუღალავად და მტკიცედ უჭირავთ უკრაინის და მთელი ევროპის ბირთვული და რადიაციულ უსაფრთხოება მხრებზე და თავდაუზოგავად მუშაობენ, რათა მათ მშობლიურ ქვეყანას ჰქონდეს მაცოცხლებელი ელექტროენერგია", - ნათქვამია განცხადებაში.
ქარხანა, რომელიც რუსული ძალების მიერ არის ოკუპირებული, ხუთშაბათს ისტორიაში პირველად გაითიშა.