საერთაშორისო ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას ხვალიდან დაიწყებენ | ისინი საქართველოში რამდენიმე საათში ჩამოვლენ

გამოქვეყნდა:

უცხოელი ექსპერტები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის საქმეში უნდა ჩაერთონ, საქართველოში დღეს ჩამოვლენ. საუბარია ერთ ამერიკელ ფსიქიატრსა და შვეიცარიელ სასამართლო სამედიცინო ექსპერტზე, რომელიც გაეროშია აკრედიტებული. ისინი მიხეილ სააკაშვილს ხვალ დილით მოინახულებენ.

როგორც ცნობილია, უცხოელი ექსპერტები საქართველოში 3 დღე დარჩებიან. ამ დროის განმავლობაში შეხვედრები იგეგმება, თავად მიხეილ სააკაშვილთან, მისი ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან, ასევე ცენტრ "ემპათიის" წარმომადგენლებთან, რომლებმაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა უკვე მოამზადეს. შეხვედრების შემდეგ უცხოელი ექსპერტები საბოლოო დასკვნას მოამზადებენ. 

"დღეს ჩამოფრინდება 5-6 საათზე აშშ-დან სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტი, რომელიც ამერიკაში ერთ-ერთი აღიარებულია და მას მონაწილეობა აქვს მიღებული ძალიან გახმაურებულ საქმეებში. რაც შეეხება შვეიცარიიდან ჩამოსულ ექსპერტს ის საქართველოში იქნება გამთენიისას და დილიდანვე შეხვდება სააკაშვილს "ვივამედში". ისინი როცა წავლენ, გამოაგზავნიან თავიანთ დასკვნებს. ვერავინ იტყვის, რომ შეიძლება ისინი მოისყიდო, დაელაპარაკო, ჩააწყო და ა.შ. იმდენად ავტორიტეტული ექსპერტები ჩამოდიან", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის კვლავ მძიმედ რჩება. მესამე პრეზიდენტი 2 დღის წინ მეუფე ნიკოლოზმაც მოინახულა, მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შემაშფოთებელი უწოდა.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი