ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ ვარ - ბორელი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ნაკლებ სავარაუდოა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირონ მხარი ყველა რუსისთვის სავიზო აკრძალვის დაწესებას.

თავად ბორელი ამბობს, რომ ის ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს.

"მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა ხელის შემწყობი იქნება და არ მგონია, რომ ამ იდეაზე ერთსულოვნება იქნება. ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ ის საკითხი, რომ ვიზები რუსების ნაწილმა უნდა მიიღოს და არა ოლიგარქებმა, რა თქმა უნდა. ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ, მაგრამ მე ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ ვარ", - თქვა მან.

ცნობისთვის, საკითხის განსახილველად, ორდღიანი შეხვედრები პრაღაში ხვალ,30 აგვისტოს, დაიწყება. ბრიტანული გამოცემა Financial Times წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მზად არიან მხარი დაუჭირონ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის გამარტივებული პროცედურის გაუქმებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი