გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 14 ექსპერტი, რომლებიც ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს უნდა ეწვიონ, კიევში არიან - ამის შესახებ CNN იუწყება.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დელეგაციის წევრები CNN-ის ჟურნალისტებმა უკრაინის დედაქალაქში მდებარე სასტუმროში ნახეს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა დაადასტურა რომ ორშაბათს საღამოს უკრაინის დედაქალაქში სააგენტოს ექსპერტები ჩავიდნენ.
მისიას ხელმძღვანელობს სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი.
ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რეგულარულად იბომბება. რუსეთის არმიამ სადგური სამხედრო ბაზად აქცია.
მისიის ძირითადი მიზნებია: დაზიანების შეფასება;უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირების განსაზღვრა; საკადრო პირობების შეფასება; უსაფრთხოების გადაუდებელი ზომების განხორციელება.
ამავე თემაზე:
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე გაემგზავრნენ