საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებას შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი პრაღაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. ინფორმაციას დარჩიაშვილი twitter-ის გვერდზე ავრცელებს.

"შევხვდი ჩემს უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას. კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლების ძირითადი სფეროები", - წერს დარჩიაშვილი.

ცნობისთვის, ამ წუთებში პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არიან შეკრებილი. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და მთავარი განსახილველი თემა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაა.

შეხვედრის ფარგლებში ასევე იგეგმება აუდიენცია ასოცირებული ტრიოს წევრი  ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი