ხვალ, ზეგ სხვა პრეზიდენტი ხომ გვეყოლება? სულ სალომე ხომ არ იქნება? - ზარქუა

გამოქვეყნდა:

"ოცნების" დეპუტატი ზარქუა თვლის, რომ  პრეზიდენტის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი მთავრობამ უკან არ უნდა გამოიწვიოს.

„ხვალ, ზეგ (სხვა) პრეზიდენტი ხომ გვეყოლება? სულ სალომე ხომ არ იქნება? ინტერპრეტაციები არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს ან პრეზიდენტს არ უნდა გაუჩნდეს მომავალში. კონსტიტუციაში რაც შავით თეთრზე წერია, ის უნდა წავიკითხოთ ყველამ ერთნაირად, სწორად. მგონია, რომ ბოლომდე უნდა მივიდეს საქმე და დადგინდეს სწორი ინტერპრეტაცია" ამბობს ზარქუა

შეგახსენებთ, 7 ივნისს, "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის დანიშვნაზე გაეროში, ხოლო კახა იმნაძის დანიშვნაზე კანადაში, უარი თქვა. რის გამოც, "ოცნების" ხელისუფლებამ ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ზურაბიშვილმა ორივე ელჩის დანიშვნას ხელი მოაწერა იმის მიუხედავად, რომ "მიზანშეწონილად არ თვლიდა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი