"ჩვენი ინფორმაციით, ეს არის სანქცირებული "როსნეფტის" სანქცირებული ტვირთი" | ელენე ხოშტარიას განცხადება ბათუმში შემოსულ "ატაკამაზე"

გამოქვეყნდა:

ვის ეკუთვნის სატვირთო ხომალდი, რომელიც ბათუმის საზღვაო აკვადორიაში ორი დღი განმავლობაში იდგა და შემოვიდა თუ არა ქვეყანაში რუსული სანქცირებული ტვირთის. ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგი პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გამართა.

მან ეკონომიკის სამინისტროს განცხადებას "სრული აბსურდი" უწოდა და თქვა, რომ პარტიის წევრებმა გაზომეს მისი ტრაექტორია, "რაც არის 340 კილომეტრში და აბსოლუტურად შეუძლებელია, ტუაპსედან გამოსული გემი წყლის ასაღებად ჩერდებოდეს ბათუმში".

"... ეკონომიკის სამინისტრო ამ განცხადებაში, განგაშის ატეხვის შემდეგ "მთავარი არხის" მიერ, არ ასახელებს რა ტვირთთან გვქონდა საქმე. თუ არაფერია დასამალი, თუ არაფერია პრობლემა, რატომ არ იძახით რა ტვირთთან გვაქვს საქმე, მითუმეტეს როცა ლაპარაკია ტანკერზე და ჩვენი ინფორმაციით, ეს არის სანქცირებული "როსნეფტის" სანქცირებული ტვირთი, მაზუთი და ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ მოგვისმენია, არაფერი არ უთქვამთ თუ რა არის, რა ტვირთზე იყო ლაპარაკი.

[...]

არსებობს საერთაშორისოდ, ამერიკის მიერ შემოღებული პროტოკოლი, რომელიც ზუსტად აღწერს, თუ რა ხარისხის გამჭვრივალობა უნდა იყოს ტვირთების გადაზიდვისა. რა კითხვებია, რა ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს იმისთვის, რომ ეს იყოს გამჭვირვალე და ვიცოდეთ, რომ არ არის სანქცირებული", - ამბობს ხოშტარია. 

მისივე თქმით, პარტია ამ ინფორმაციას უკრაინელ და დასავლელ პარტნიორებს გადასცემს, "ხელისუფლება კი ვალდებულია, გააკეთოს განმარტება არა თვალში ნაცრის შეყრით, არამედ რეალური განმარტება"

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი