IAEA-ს მისიის მუშაობა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რამდენიმე დღე გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს  [IAEA] ხელმძღვანელმა მარიო გროსიმ განაცხადა, რომ ორგანიზაციის მისიის მუშაობა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რამდენიმე დღე მაინც გაგრძელდება. მისივე თქმით, IAEA-ს მისიის ვიზიტი სრულად იყო კოორდინირებული უკრაინულ მხარესთან.

„მოგეხსენებათ, ეს არის უკრაინის ნაწილი, რომელიც ახლა ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ, მაგრამ ჩვენთვის ნათელია, რომ ეს არის უკრაინული ობიექტი, ამიტომ ჩვენ აქ ვართ, გვაქვს კანონიერი უფლება ვიყოთ აქ. უკრაინასთან შეთანხმებული გარანტიებით" განაცხადა გროსიმ დღეს,  31 აგვისტოს ზაპოროჟიეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეგასენებთ, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და ქალაქი ენერგოდარი 4 მარტს აიღეს. რუსეთი უარს ამბობს ობიექტის  გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე. აგვისტოს დასაწყისიდან ოკუპანტები პერიოდულად ბომბავდნენ ატომურ ელექტროსადგურს და მის მიმდებარე ტერიტორიას.

უკრაინის მთავრობის თხოვნით, ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ექსპერტების ჯგუფი შეადგინა, რომლებიც უკრაინაში გუშინ ჩავიდნენ, დღეს კი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს ეწვივნენ. ჯგუფში 14 ექსპერტია გაერთიანებული სხვადასხვა ქვეყნებიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი