ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრები ზაპოროჟიეში ჩავიდნენ

გამოქვეყნდა:

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის წევრები ზაპოროჟიეში ჩავიდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის 14 ექსპერტისგან დაკომპლექტებული გუნდი ქალაქში 20 მანქანის კოლონით ჩავიდა. დელეგაცია ზაპოროჟიეში დილით,  კიევიდან გაემგზავრა.

ექსპერტები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ენერგოდარში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ეწვევიან. 
მისია ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე სავარაუდოდ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტები რამდენიმე კვირის განმავლობაში ბომბავდნენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და ამაში უკრაინას ადანაშაულებდნენ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი