"ოცნების" გადაწყვეტილებას განვიხილავთ, როგორც დესტრუქციასა და საბოტაჟს - დეკანოიძე ომბუდსმენის არჩევაზე

გამოქვეყნდა:

ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის თქმით,  სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები მიუღებელია, რადგან მმართველ პარტიას დამოუკიდებელი სახალხო დამცველი არ სურს.

​მისი თქმით, ომბუდსმენის არჩევის წესი იგივე უნდა დარჩეს და  კანდიდატები არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინონ. 

"ქართული ოცნების“ ინიციატივა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო შეიცვალოს და სახალხო დამცველის არჩევას ერთი ხელოვნური რგოლი დაუმატონ, რაც გულისხმობს, რომ თურმე, „ქართული ოცნების“ შერჩეულმა აკადემიურმა წრეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანდიდატები უნდა შეარჩიონ და შეაფასონ, არის მიუღებელი, დესტრუქცია და საბოტაჟი 12-პუნქტიანი გეგმის ჩავარდნის მიზნით. „ქართულ ოცნებას“ სურს, სახალხო დამცველი არ იყოს დამოუკიდებელი და იყოს მათ მიერ შერჩეული. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის ჩვენი პარტია, ერთგულია 12-პუნქტიანი გეგმის და ჩვენი პოზიცია იგივეა, რომ მხარს ვუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატებს. სახალხო დამცველის არჩევის წესი იგივე უნდა დარჩეს, კანდიდატები უნდა წარმოადგინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ამ პროცესში საპარლამენტო ოპოზიცია ჩართული ვიქნებით. არავითარი საკანონმდებლო ცვლილება და დამატებითი რგოლის შექმნა საჭირო არ არის",- ამბობს დეკანოიძე

შეგახსენებთ, რომ ოცნების ხელისუფლება  სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს დაარეგისტრირებს, რომლის მიხედვითაც, გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი