"კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს" - კობახიძემ საკონსტიტუციო სარჩელის გამოწვევა არ გამორიცხა

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილი შეაქო - მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ გაეროში, დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნით, პრეზიდენტი კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდა. კობახიძემ არც ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის უკან გამოწვევა გამორიცხა:

"კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ასრულებს მხოლოდ ფორმალურ როლს ელჩის დანიშვნაში და გათავისუფლებაში და რეალურად, ეს პრინციპი იქნა დაცული ამ შემთხვევაში, როდესაც დაინიშნა დავით ბაქრაძე ელჩის თანამდებობაზე, რაც ძალიან კარგია. 

რაც შეეხება სარჩელს, ეს არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი უკავშირდებოდა მხოლოდ დავით ბაქრაძის არდანიშვნას, შეიძლება ლოგიკურიც იყოს სარჩელის გამოწვევა, თუმცა ამაზე საქართველოს მთავრობა იმსჯელებს,  იმიტომ, რომ მოსარჩელე არის მთავრობა. თუ საჭირო იქნება, მეც ჩავერთვები კონსულტაციებში" თქვა კობახიძემ.

გაეროში დავით ბაქრაძის, ხოლო კანადაში კახა იმნაძის ელჩებად დანიშვნას წინააღმდეგობის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი სწორედ იმ მიზეზით, რომ ზურაბიშვილი ბაქრაძის დანიშვნას ხელს არ აწერდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი