
„ოცნებას“: „ატრიალეთ „პლასტინკა“ და იყავით, თქვენი დრო ამოწურულია!“ - ნათქვამია დეპუტატ კახა ოქრიაშვლის წერილში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
განცხადებაში კახა ოქრიაშვილი აშშ-სა და დასავლეთის მიმართ ოცნების წევრების შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს, რაც მისი შეფასებით, ტოვებს განცდას, რომ "ივანიშვილს რაღაც ახალი ესიზმრა".
"დღეს და გუშინ არავის გამოპარვია ბატონი ივანიშვილის „პლასტინკის“ გადატრიალება. გუშინ ღარიბაშვილი გამოაგორა, დღეს კი სარჯველაძე, შემდეგი შინაარსის გზავნილით: ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ჩვენ მათთან ორგანულად ვართ დაკავშირებული.
უკვე წლებია და განსაკუთრებულად ბოლო ერთი წელია, პირდაპირი გაგებით აგინებენ და შეურაცხყოფენ ჩვენს პარტნიორებს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, სენატორებს, კონგრესმენებს, ევროკავშირის წამყვან, მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებს - რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - მიშელი, ბილდტი, რიში, ფონ დერ ლაიენი, ბორელი და საქართველოსა და ქართველი ხალხის სხვა უამრავი მხარადმჭერი.
ეტყობა, ბატონ ივანიშვილს რაღაც ახალი ესიზმრა, რომ რუსეთი აგებს ომს. საზოგადოებას კი ერთი კითხვა გვაქვს - როდემდე გაგრძელდება ამ მოღალატე, რუსეთის აგენტურით გატენილი ხელისუფლების ე.წ. პლასტინკის გადატრიალება?!
ატრიალეთ და იყავით, თქვენი დრო ამოწურულია!"- ნათქვამია განცხადებაში.
იხ პრემიერის განცხადება: