
ევროკომისიის წარმომადგენლის, ერიკ მამერის თქმით, რუსულმა კომპანია "გაზპრომმა" გაზსადენ Nord Stream 1-ის დახურვა ცრუ საბაბით გამოაცხადა.
მამერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია რუსეთის ცინიზმის, რადგან მას კონტრაქტებისა და პატივისცემის სანაცვლოდ გაზის დაწვა ურჩევნია.
"გაზპრომის“ განცხადება, რომ ის კიდევ ერთხელ აჩერებს Nord Stream 1-ის გავლით მცდარი საბაბით, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ის არასანდო მომწოდებელია. ეს ასევე დასტურია რუსეთის ცინიზმისა, რადგან მას ურჩევნია გაზის დაწვა კონტრაქტების პატივისცემის ნაცვლად“, - წერს ერიკ მამერმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა მილსადენ Nord Stream 1-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა, ამის მიზეზად კი სარემონტო სამუშაოების ასახელებს.