"ჩრდილოეთ ნაკადი", გაუმართაობის გამო, 3 სექტემბერს მუშაობას ვერ განაახლებს - "გაზპრომი"

გამოქვეყნდა:

კომპანია "გაზპრომის" განცხადებით, გამოცლინდა, რომ გაზსადენ ჩრდილოეთ ნაკადის ერთადერთი მომუშავე ტურბინის ტექნიკური მომსახურება გაუმართავია. რუსული მედიის ცნობით, კომპანიაში ამბობენ, რომ გაზსადენი მათი გამოსწორების გარეშე მუშაობას ვერ დაიწყებს. 

გაზსადენი გერმანიაში გერმანიაში 31 აგვისტოს გაჩერდა და მისი მუშაობა 3 სექტემბერს 20%-იანი სიმძლავრით უნდა განახლებულიყო.

ცნობისთვის, Nord Stream 1 2011 წელს გაიხსნა და რუსეთიდან გერმანიაში დღეში მაქსიმუმ 170 მლნ კუბური მეტრი გაზის გაგზავნა შეუძლია.

ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა გაახანგრძლივოს მილსადენის გათიშვა გაზის ფასების გაზრდის მცდელობით, რომელიც უკვე  400%-ით გაიზარდა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქარხანაში ყოველდღიურად  დაახლოებით 10 მლნ დოლარის გაზს წვავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი