ქართული ოცნების მთავრობამ კიდევ ერთხელ უარი მითხრა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულებაზე - ანა ფოტიგა

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების მთავრობამ კიდევ ერთხელ უარი მითხრა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულებაზე - წერს "ტვიტერზე" ევროპარლამენტარი ანა ფოტოგა, რომელიც საქართველოში იმყოფება.

ფოტიგა დღეს მესამე პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას და ენმ-ს წევრს, გიორგი ჩალაძეს შეხვდა:

"უკვე თითქმის ერთი წელია დაკავებულია. მე შევხვდი მის დედას, გიული ალასანიას და მის მეგობარს, გიორგი ჩალაძეს, რათა უშუალოდ გამეგო მისი მდგომარეობა. აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობითა და გადაწყვეტილებით." წერს ფოტიგა ტვიტერზე

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას იუსტიციის სამინისტრომ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში არ მისცა მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება  გლდანის ციხის საავადმყოფოში.

ევროპარლამენტარები თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას" ფარგლებში ჩამოვიდნენ. ღონისძიება 5-6 სექტემბერს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი