საქართველოში გვინდა ვიხილოთ პრესის თავისუფლება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა - კრამერი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიაა, რომელსაც სირთულეები აქვს. როგორც კრამერი აღნიშნავს, დასავლეთს სურს საქართველოში იხილოს პრესის თავისუფლება და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა.

კრამერმა განცხადება კონფერენცია "დიდება უკრაინას!" დაწყების წინ გააკეთა. მისი თქმით, კონფერენცია უნიკალური შესაძლებლობაა უკრაინის მხარდასაჭერად. 

"ჩვენ ეს კონფერენცია პირველად გვაქვს 2019 წლის შემდეგ, ეს არის უნიკალური კონფერენცია და წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვა გვსურს. საქართველოსთვის ეს სიტუაცია უცხო არ არის, მან ეს 2008 წელს გამოიარა. 

რაც შეეხება ევროკავშირის რეკომენდაციებს, თორმეტივე პუნქტი მნიშვნელოვანია. ევროკავშირს არ უთქვამს, რომ ერთი პუნქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე. საქართველოს სურს კანდიდატის სტატუსი და იმედი მაქვს, რომ მთავრობა შეასრულებს ყველა რეკომენდაციას. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველომ ამ მიზანს მიაღწიოს. მე არ მინდა შინაურ საქმეებში ჩავერიო, მაგრამ ვიტყვი იმას,რომ პრესის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის წინაპირობაა. საქართველო დემოკრატიაა, რომელსაც სირთულეები აქვს და ჩვენ გვინდა, რომ ვიხილოთ პრესის თავისუფლების პატივისცემა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და იმედი გვაქვს, რომ ამას ვიხილავთ",- ამბობს დევიდ კრამერი.

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!” დაიწყო - ღონისძიება უკრაინის სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, ამის შემდეგ კი საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა. 

2 წლის შემდეგ კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება. პანდემიის გამო მისი ჩატარება ვერ ხერხდებოდა. თბილისი მსგავს კონფერენციას მეექვსედ მასპინძლობს. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი